არ გამაჩნია არაფერი ..

"არ გამაჩნია არაფერი!" - ეს თქვა მეჯღანემ.
"ვარ ყარიბი და უპოვარი!" - თქვა ჩალვადარმა,
"აწ მეც თქვენსავით! -
თქვა ვაჭარმა, - რაიღა დამრჩა?
მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა ამაოებით,
მეკობრეთ მცარცვეს,
წავალ ქამრით მოვიშთო თავი"...

"ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ, ცოტაა განა?!"
თქვა მათხოვარმა, გაისწორა ბეჭებზე ფლასი,
ამოიჩარა იღლიაში მურდალი ჯვალო
და გასწია მზის საყურებლად....