0 6078

დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს ..


დიდებულად წვიმს, დიდებულად  - თოვს,
დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის
აუგი არასოდეს!

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,
საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება -
მკერდზე ყაყაჩოთი!
კომენტარები (0)