უგულონი


მათ რა უნდა ქნან,
ვისაც ღმერთმა გულის მაგიერ ჩაუტოვა მიწის სიმძიმე?
სად მოისროლონ აბეზარი სიყვარული,
როგორ შეეხონ,
თუ როგორც ბავშვი,
მუხლზე პირველი დაცემისას უეცარი სისხლის დანახვით,
ისე შფოთავენ?..
რა უნდა ქნან, მათ,
მარტოსულმა უგულოებმა,
ახმაურებულ ყურებზე თუ
ვეღარ შველით ხელისგულები?
და ღამ-ღამობით,
თითქოს მეწყერი წამოვიდა მკერდიდან ყელში-
სიზმრიდან მიწით ავსებული პირი აღვიძებთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი