ნათია გიორგაძე - პოეტი

ნათია გიორგაძე - ფოტო

დაიბადა 1973 წლის 31 იანვარს ქუთაისში. განათლება: ფილოლოგი. სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის  და ქუთაისის აკ. წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 

1994 წლიდან იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: არილი, ცხელი შოკოლადი (ლიტერატურული დამატება),  ჩვენი მწერლობა, ქართული მწერლობა, ლიტერატურული პალიტრა.  
 არის რუსთაველის საზოგადოების წევრი 2002 წლიდან. 

გამოქვეყნებული წიგნები:

  • ელასამონი  – 2012 წელი
  • მდინარის კარი – 2007წელი
  • ირაო – 2003 წელი
  • აქ – 2001 წელი
  • არეული ქორონიკონი  –1994 წელი