ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას ..


ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას,
წყლის წისქვილს და ქარის წისქვილს,
ვეძებ ჩემი საფლავის ქვას,
მარცვალ - მარცვალ ვეძებ სიკვდილს,
სად იშოვი ამდენ სიზმარს?
საშობაო ნაძვის ხეებს,
მამას, ისევ შუბლგახსნილს და
დედას, ისევ შუახნისას,
ხოლო შვილებს: “ჰაოსს,
ქართლოსს, ბარდოსს,
მოვაკანს და ლეკსს და
ჰეროსს, კავკასს, ეგროსს
და მე ისევ
რადგან ჩემში მდინარეა:
ვეძებ…ვარსკვლავს შუადღისას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი