უსიტყვოდ
(ხმელი ლექსებიდან) ”სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი” მარკ სტრენდი ეს - ჩემი საუკეთესო ლექსია, აქ - ყველა სიტყვაა, რაც უნდა მეთქვა და არ დავწერე. ეს ის ლექსია, წაკითხვისთანავე რომ გავიწყდება და სათაურიც არ გაჰყვება მეხსიერებას. ის თავშესაფარია უადგილოდ დარჩენილი ყველა სიტყვის. სტრიქონები - ერთჯერადი გამოყენების. სიტყვები მუსიკამ მიატოვა და ექოა მხოლოდ. აქ - ყველა სიტყვაა, რომელიც ვიპოვე და დავკარგე. ეს უსიტყვებო ლექსია, პირველხარისხოვანი სათქმელი, მეორეხარისხოვანი აზრებით დაიმტვერა და სტრიქონებს შორის ჩაიმალა. ფეხს თუ წამოჰკრავთ, ან თუ სადმე გადაეყრებით, ნუ დამიბრუნებთ. ისინი ადრესატებთან მიდიან.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი