ბიჭი დინამიტით ხელში

მე ამ ლექსს არ ვუწერ ზამთარს,
რომელსაც აკლია სიცივე
და არ ვუწერ ტყის ველურ მარწყვს
და არ ვუწერ თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს
და არ ვუწერ მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთს
და არ ვუწერ ნივთებს,
რომლებთან განშორებაც მიჭირს
და მითუმეტეს არ ვუწერ ღამეს,
რომელსაც აკლიხარ შენ
და არ ვუწერ დიანა არბუსს,
რომელიც დააკლდა ყველას
და არ ვუწერ 83 წლის ვივიენ მაიერს,
და არ ვუწერ 22 წლის ფრანჩესკა ვუდმენს
და არ ვუწერ ამ ცარიელ თარიღებს,
რომლებიც არაფერს გვეუბნებიან
და არ ვუწერ არავის და არაფერს მხოლოდ ინტერესის გამო.

მე უბრალოდ არ ვიცი სხვა რამის კეთება
და როცა წასვლა მომინდება, ავდგები და წავალ.

მე აქ ჩემი ფურცლებით მოვედი
და ჩემი ცხოვრება ამ ფურცლებზეა.

წყარო: urakparaki.com