0 1657

Requiem


დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც...
ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.

დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი.
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.

დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია.
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.
ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.

შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)