0 2639

არ ვიცი, იქნებ ქარია და ფოთლებსაც ურევს ..


არ ვიცი, იქნებ ქარია და ფოთლებსაც ურევს
ასფალტის მტვერში, შეიძლება წვიმს კიდეც, ან თოვს...
მახსოვს, თუ როგორ არ ათხოვე ჩემს სიტყვებს ყური
და ასე, მთელი შემოდგომა, დამტოვე მარტო.

მერე? რა მერე, ტრაგიკულად დამთავრდა საგა,
ხვალ თეთრ ლენტს წითელ ხალიჩაზე სხვა წყვილი გაჭრის...
შენ მოხვედი და მოიყოლე ზაფხული, მაგრამ
დაგაგვიანდა, მე შარშანდელ ზამთარში დავრჩი.

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)