შენ შეგიძლია ..


შენ შეგიძლია,
სულ უბრალოდ,
ჩემი ცხოვრება
გახადო ერთი ამოსუნთქვით,
ერთი ღიმილით,
ერთი წვეთი სითბოთი მეტი...
შენ შეგიძლია და არ აკეთებ.

მე კი,
ისევე,
როგორც ცაზე ღრუბლიან ღამით
არ ჩანან,
მაგრამ კარგად ვიცით,
მაინც ანთიან
ვარსკვლავები -
მიყვარხარ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი