ნუ დაბრუნდები ქალაქში, თუ გაეცალე ერთხელ ..


ნუ დაბრუნდები ქალაქში, თუ გაეცალე ერთხელ.
თავისი სახით პირვანდლით წარმოგდგომია ხეტყე.
მისაფურთხია სახლების ხრო. კი, ძნელად: ერთ-ერთში გაჩნდი.
მაგრამ იარე მათ შორის შენ და ჰგავდი შენ შენსავ აჩრდილს.

ნუ დაბრუნდები ქალაქში. უბრალოდ ვითომ არ გახსოვს
გზა და, უვადოდ გზაკვალდაქსაქსულს,
სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა ჯირკზე ჯდომისა წყვდიადში.
თვითონ გაგიშვა ქალაქმა. მუდამ ზედმეტად მიაჩნდი.

ნუ დაბრუნდები ქალაქში. ჰე, სხვა რამ ირგუნე ხვედრი!
თუ სითამამე არ გყოფნის, მწარეს ნურავის ჰყვედრი.
სჯობს მაყვლისფერთა ფუჭად ცქერას, რომ ჭამდე მინდორში მაყვალს.
ნუ დაბრუნდები ქალაქში. ნურც სოფლისაკენ წახვალ.

შეეხე ნაზად ბალახს, ხეებს, ფოთლებს. ფრთხილად, ნაზადვე,
ცოტცოტაობით ბოლომდე გაზავდი
მწვანეში არემარისა, ილხინე, დატკბი თავბრუთი
კმაყოფილების განცდისგან, შვებისგან, რომ აღარ დაბრუნდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი