უჩვენო, უკვე დამწვარ სახლებში ..

უჩვენო, უკვე დამწვარ სახლებში
სამარადისოდ ჩამქრალი შუქი
აუცილებლად გვეპატიება,
ჩემო პატარა და მიამიტო.
ეს მტარვალები, ქვეყნის გამხლეჩი,
ეს ვერნაშველი ჩვენგან შვლის ნუკრი,
ერთად რომ არ ვართ - გვეპატიება
უკვე ამიტომ.

ალბათ, რაღაცას მსგავსს იმ შენს მხარეს,
განთქმულს სიმდიდრით, სიმშვიდით, ენით,
შენც მღერი სულ და გასცქერი რაინს.
და ტრიალებენ დიდი სისწრაფით
გარშემო მთები. ჩვენს ხმებში არის
რაღაც მაღალი - თუ არა ჩვენი
შველა, მაშ შველა სხვა წყვილის მაინც.
თუმც ვერ ვისწავლეთ

ბედნიერება ყოფნის სკოლაში,
რომც ამომიღონ სპირტიდან ტვინი,
თრობავ, ტვინიდან ვერასდროს გახვალ.
ფილტვებშიც კვლავ ვგრძნობთ იმ ლურჯ აბრეშუმს.
თუმცა ცხოვრების ჩვენის კოლაჟი
და შეუმდგარი ჭირი და ლხინი
წაღებულია მომავლის ახალ
ხალხურ ზღაპრებში.