ქალო ..


ქალო,
სისულელეა, მე რომ შენით
დასნეულება ვმალო.
აყირავებულ ცხოვრებას ვცვეთ,
მიმიზეზდები, ვწვალობ.
გავოგნებულვარ,
რარიგად შვენი
დანახშირებულ ფიქრთ, გაცამტვერებულ სვეთ,
გაჩანაგებულ არსთ!
წარმომდგომიხარ, სენი,
საოცრებათა მჩენი,
და, მზედ
დაგორებულმა,
გაუმაგრებელ გულს შემოუმტვრიე ბჭენი,
გადაუარე ზედ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი