ღამის ეპიტაფია

დაიძინე. დახუჭულნიც მიყვარს.
მე ამ ძილის სადარაჯოდ ვრჩები.
შენი ცხადი ვისიც გინდა იყოს,
ძილი არის საბოლოოდ ჩემი.
...დაუწევს ან სულ ჩაახშობს პატრუქს.
ვერ შეგატყობს მძინარების ნიღაბს.
ვიღაც შენთან სიზმრად მოსვლას ნატრობს.
სინამდვილეს განაცვალებს ვიღაც.