გადმოწერა: PDF

ნიკო გომელაური - ფოტო

მსახიობი, პოეტი

10 წამია რაც გაგიცანი ..

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი _ ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა _ წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი, თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე.

წყარო: litklubi.ge