ნიკო გომელაური - ფოტო

ნიკო გომელაური

მსახიობი, პოეტი

სონეტი №2

გაგიკვირდებათ ეს ლექსი ალბათ...
`დავისვენებო, ღამეა, ბარემ~.
გადაიფარა ღრუბელი საბნად
და ჩაიძინა აგვისტოს მთვარემ.
ღამის წყვდიადში მე და შენ მარტო...
არ გვბეზრდებოდა ჩვენი თამაში.
წოლა მოგვწონდა (არ ვიცი რატომ)
თბილი წვიმების აბაზანაში.
მივუყვებოდით ვნების მდინარეს,
მივხვდით რის გამო მიწა იძვრება...
ვემუქრებოდით მთვარეს მძინარეს,
არ გაებედა გამოღვიძება!..
გახსოვს, ნაწყენმა მზემ რა თქვა მაშინ:
მეც მინდა ვნახო თქვენი თამაში!..

წყარო: litklubi.ge