ნიკო ლომოური - მწერალი

ნიკო ლომოური - ფოტო

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით 2 მარტს) ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ არბოში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. სოფელი არბო დიდ და პატარა ლიახვს შუა, მაღალ ვაკეზე, ხეობის დასაწყისში მდებარეობს. ზევიდან მას კავკასიონის მთის გრეხილი გადმოჰყურებს, აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრებიან წინ წამოწეული პატარა გორაკები...