ო, რა მწარეა, როცა ლექსებზე ..


ო, რა მწარეა, როცა ლექსებზე
ფიქრობ და ისევ გეხვევა ნისლი,
შენი ცხოვრება მოქრის ლანქერზე
და მეგობრების ქოქოლა, გესლი.
როცა მიჰყვები აბურძგვნილ ქარებს,
ბოლო არ უჩანს გზას, ტანის ძაგძაგს,
შენც აღარ იცი როდის ჩაქრები,
და ან სიცოცხლე ნეტავ რათა გძაგს.
რად შემიძულე მთელი სამყარო,
რა მახინჯი ხარ ლექსის სამყარო,
შენ გიმღეროდა გუდამაყარი,
სადაც სიმშვიდე ეხლაცა სუფევს.
შენ გაწამებენ წიხლით, ფურთხებით,
გულგაღეღილი იდექი ძმაო,
სისხლში იდექი შიშველ ფეხებით,
ღამე გისტვენდა: წამოდი, წამო.
შენ არ იცოდი ვინ იყო მამა,
ან სად დაკარგე დედა, აკვანი,
საღი ცხოვრება ვინ ჩაგიშხამა,
ვინ მოგიწამლა ბავშვის კაკანი.
შენ დადიოდი კარიდან კარზე,
ხელაპყრობილი სწვიმდი, ელავდი.
ვიღაც კვდებოდა სიმმოკლულ თარზე
შენ ჭადრების ზურგთან ღელავდი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი