ის ყოველ ღამე დაეძებდა ..

ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,
თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითვრებოდა.
შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,
კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.

რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,
მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,
აა დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება,
ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.

ვიღაც, ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,
იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა შვილი!
თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:
(აქ მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).