აქერცლილი მინიატურები

დაგიკაკუნებ თხელ კედლის ფიცარს
და შენ გველივით წაისისნებ,
შემეშინდება, სიყრმესა ვფიცავ,
რომ ნიადაგდღე სულ არ იძინებ!

შენ ვერასოდეს ვერ მოისვენებ,
ან როცა გძინავს, ეგ რა ძილია?!
იცოდე, ვინმემ თუ გაგიხსენა,
ის ჯადოქრების მოგზავნილია.

ვეკამათები კენჭებს გზადაგზა,
სიცოცხლეს მაინც რა არ სჯობია!
რომ ამ დასაქცევ დედამიწაზე
ბედნიერებაც დასაგმობია.
გაცრცილ სახეს, გადამქრალ თვალებს,
შეხედავს ღამე, დასწყევლის დილა,
ჩვენ ვიფარებდით ფანჯრებს სველ ალერსს
და საგიჟეთმა დაგვაძმობილა.

დე ყველაფერი წყალმა წაიღოს,
ჩვენ ბედი მაინც არ გვიძებნია.
რამდენჯერ ქარში ქარს გავყოლილვარ,
რამდენგან უცბად ჩამცინებია.