გეჯა


ენთე ნიადაგ საკუთარ გულში,
თან ყავარივით ხადე ვარამი,
სული ამოგხდეს სულთაღანაში,
და უდაბნოში დასცენ კარავი.

შიგ შეიბუდოს უდაბნოს გველმა,
შემოეხვიოს ქადაგს ზედ წელზე,
დიდხანს იტირო ბედით გველურმა,
წუპაკი მღვდელი აგიგებს წესებს.

ეს შენი გული არყის ქვაბია
და ქვეშ უნთია შენი ლექსები,
ამაზე მეტი რა გქვავია,
აგერ მთის იქით ყვირიან გზები.

ალბათ შენს ცხედარს მიასვენებენ
და ჭირისუფლად ყმუიან მგლები,
შენ არასოდეს გაგიხსენებენ,
სისხლით დასვრილი ვერაგი წლები.

ლექსებს მაჭრიან ტანზე დუქარდით,
თან ღრიანცელი გაუდით ტყეებს,
წელში გადავწყდით ამდენ მუქარით,
რა ეშველება აპყრობილ ხელებს?!

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი