1 1463

ზღვის სიმფონია


მე გავიწურე, მთვარე ზღვაში რო ჩადიოდა.
ზღვის სიყვარული დამასხურეს მეზღვაურებმა,
მგზავრი ავდრების გაოგნებას შემომჩიოდა,
მე კი მძრწოლავდა შიშნარევი უსაზღვროება.
ზღვა დაღმუოდა აჭრელებულ რიყე ნაპირებს,
ტალღები ყეფდნენ-ეს ფარეხის შავი ძაღლები,
მიწა ზღვებს იქით ჩადიოდა და, ვით ნაპრალებს,
ისე სცვიოდა ზღვაში თეთრი სასახლეები.

იბორგე ზღვაო, ხან დაწყნარდი, ხან ივაგლახე,
ვის შეუძლია გადასწეროს წარმავალობა,
ჩვენ ქვეყნად მხოლოდ დიდი შფოთვა დაგვაახლოვებს,
და ნანგრევებში შეხუთული გზათ-ვალალობა.

ათასი წიგნი, ტომი ტომზედ დაიჯღაბნება,
შუბლის კანს გასხლამს ფიქრის ბუღი და ნაოჭები,
მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდება, რათ გვეჯავრება
წარმავალობა და სიცოცხლეს ვებღაუჭებით.

ვიბურებოდი ჩამოცვენილ მთვარის ფოთლებით.
ზრვამ წაიმღერა თავის დიდი ამაოება.
ტალღები ისე წკანწკავებდნენ, როგორც ძაღლები
და, მაღონებდა ყრუ და მდორე უსაზღვროება
კომენტარები (0)