მთვრალის შეკითხვა


ერეკლე ტატიშვილს

ასე გოდება მკათათვის ღამეს
კაცი _ ფასკუნჯი თვალებწყეული.
გულს აყოლებდა ხანდაზმულ ნაღველს,
ისედაც გულში გამომწყვდეული.

ღვინო დარდისფრად ეკიდებოდა,
ნისლში ბჟუტავდა გზათ ვალალობა,
თან გარეთ ნაძვებს ეკითხებოდა,
_ გჯერათ თუ არა წარმავლობა!.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი