თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
ხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ესალბუნები! სადც ხარ, იმ არეს მოჰფენ სიამეს, — უშენოდ მოსცდეს მხიარულება! შენის ენითა, სავსე ლხენითა, ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა! მახსოვს სიამით, ოდეს ტკბილის ხმით ვარდსა და ბულბულს მოელხინარე, პირმცინარითა სინარნარითა მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი