მინდა ჩაგაცვა ..


მინდა ჩაგაცვა
ეს ზამთარი -თეთრი სვიტერი,
ცალ მკლავში შენი მარტოობა გაუყარე,
ცალში კი - ჩემი,
და ასე ერთი მარტოობით
გამოვიზამთროთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი