უღამური იავნანა


ილოკავს ზამთარი
მლაშე ლაშებს,
ზმუის უღამური
სულთათანა...
-ვაიმე, დედა გენაცვალოს,
ნამქერმა თითქოს
სულ დაგფარა.
დარდმა მამაშენიც
დააკუტა,
დარდმა სიბეჩავით
გადაბელა,
შუბლით ჭიუხებს
შეაწყვიტა,
დაგვწყვიტა
განა გაგვაბევრა.
შეიკარ პერანგი
დედის ერთო,
გზაში, სადმე არ
გაგიავდრდს,
ჭირსაც წაუღია
ჩემ თავ-ფეხი, „სიკვდილო,
შვილი გაგიზარდე!“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი