პროტესტი


როდემდე ადიდებთ დაგმანულ დღიურებს?!
დრომ დუმილს დუელი დაუთქვა დამბასთან...
აფიშას ფერები აფანტასტიურებს.
ფატმანი დაფნებით დაფარეს,- დაფასდა...

გაშავდა, გალიგვდა გზა გილიოტინის,
გულები გასივდნენ გონების განგაშით.
პოპს ეპატიება ოლიმპოს პოტინი,
პოს პოლიჰიმნია ერევა პაპაში.

მართალი, თვალებით თავლასთან ათენებს,
თან ასანთს თითებით უთითებს თუთუნზე.
ხაიამს ახრილი ხემი თუ ახელებს,-
ბახს თიხის ხაოზე შეხება უხუნებს

ცისმიერ ოცნებებს... ცას ეუცნაურა
დაცოფილ ცელების ცეცხლისპირ ცახცახი.
ხარხარებს რომიდან დარბაზის აურა,
ახურებს არაბულს სრიალა მათრახი.

მზეს ზიზღით აზიდებს ზიმზიმა ზალებზე,
ზის მზერა აზიზი აზიდულ ვილაზე,
ჩიორა ჩურჩულებს აჩალულ ჩალებზე,
ოჩოკოჩს ჩასთვლიმა ჩამომჭკნარ ჩინარზე.

სრულდება სიკეთით სისინი ასპიტის?!
ქვესკნელის ასახვა სურს სუროს სიმაღლეს...
კეთროვანს აკვირვებს კივილი კაპიტნის,
კი, კერპი მაკლაი კენტ კუნძულს მიაკვლევს!

ბარიდან ბილიკებს აკიბავს ბოლები,
დაბამბულ ბეღელზე ბოქლომი დაბმულა,
ჭაკებმა ჭალები დაჭლინკეს (ჭორები!)
ჭენებით. ჭინჭილას სვამს ჭინკა ჭამპურა.

მამშვიდებს შქერის და შინდების შრიალი,
შავი ცა შემინულ შენობებს აშინებს.
წაწლობენ ბწკარები... წკვარამში- წრიალი,-
წუხს წუთისოფელი- წამებში გავწირე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი