გამაპარტახე და დამაქციე ..


გამაპარტახე და დამაქციე,
დღეიდან სიკვდილს მეტი შანსი აქვს,
რადგან სიცოცხლეს ზურგი ვაქციე...
ან რა სიცოცხლე?_დღე-ღამ ნავსია.

ბოლოს კვდებაო, ვიღამ მოჭორა
იმედი_ჩემი ხელით დავმარხე...
და მძოვს სიკვდილი_შავი ბოჩოლა,
ნელა, უგულოდ, ვით ხმელ ბალახებს.

ავახევ მთვარეს უგემურ ყუას,
შევატან შენი ცრემლების მარილს.
იყმუვლებს მგელი. სოფელი ყრუა...
და თვალებს დამთხრის ჯალათი_ქარი.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი