გაიღიმე


გავალ უშენობით სავსე კედლებიდან,
იქნებ უშენობამ მაინც შემახსენოს
თავი,ამოსული ყელში ვედრებითა,
ლოცვა-ვედრებითა... აღარც შენ მახსენებ,
აღარც შენი ეზოს თეთრი აკაცია,
აღარც მეგობრები, მტრები_მით უმეტეს...
ტანში უცნაურად, რაღაც, გამაცია,
ესეც სასიკვდილო ნიშნებს მივუმატე.
ვიღას რაღად უნდა წლები ნასუფრალი,
მკაცრი დიეტა და ძალით მივლინება?!
როგორც,საშობაო,ბავშვებს, საჩუქარი,
ისე მიხარია შენი ღიმილები,
შენ რომ თმაშეჭირხლულ მთებში გადამალე...
ჩემი უშენობა ბრბოსთვის სეირია,
რომ ვთქვა ბანალურად_ცოტა გადამღალე...
შენთან ღიმილების ანტი-სეილია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი