ოცნება


ვერ ავისრულე წელსაც ოცნება
მთაში ასვლის და მთად დავანების.
თუ ავალ, ყველა დამეკოცნება
მთის კალთები და საყდრის კარები.

გავიკარებდი, აღარ, ლანჩასაც,
სულს ფეხშიშველა ამოვატანდი.
დავაჩოქებდი ძმების დამჩაგრავს,
ან არაგვს თავქვე გამოვატანდი!

ამოაკვანდი, ყრმაო, ძმისშვილო,
დადექ, დადრიკე მთები, ქედები!
ნეტავ მანდ ყველა დედამ მიშვილოს!
ამოდი, მზეო, ნუ შეჩერდები!

შევაჩერდები ბარად ალიონს,
ნაოცნებარი მზერა ასხლტება...
რა ვქნა, თუ ასე ვმედღეხვალეობ
და გულს ვიმაგრებ, სანამ გასკდება.

საქმით ფასდება ვაჟკაცი, ვიცი,
რად უნდათ ფიცი ღმერთთან მისულებს...
ლამაზ ქალებსაც არ უყვართ ფიცი,
ასულებს ლაღებს, მთად აისრულებს.

თუ ავისრულე ხვალ-ზეგ ოცნება,
(მაგ ოცნებებმა ძილი წამართვა.)
ავალ და ყველა დამეკოცნება
და ფიცვერცხლს შევჭამ მღვრიე არაგვთან!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი