უშენობა მარტივად


ალბათ ეს ლექსი იქნება ბოლო,
მინდა და გეტყვი ასე მარტივად:
მე უშენობის ბურუსში ვცხოვრობ
და უშენობა ისე არ მტკივა,
როგორც თვალების უხორცო ვნება,
უხმო ძახილი შენი თვალების...
რა ხორცის გლეჯვა? რა ძვლებში მტვრევა?
რის უეცარი გარდაცვალება?!_
კეთრივით შეყრილ უშენო აწმყოს
მივათრევ, როგორც ტუსაღი ხუნდებს;
არც ხვალის გეგმებს ვადგენ და ვაწყობ,
რომ უშენობას მოვუწყო ბუნტი...

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი