წამოდი!


(ეძღვნება არდოტ-შატილის ცის უნახავ ყველა ქალას!)


გავიფინე შენი თმები და
ავუყევი ბილიკს ოცნების.
ხევსურეთის კუშტი მთებიდან_
მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_
მოგწვდები.

მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი.
ნისლგამატეული მთა მიყვარს,
ცას რომ გადუმალავს არწივებს,
წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ!
წაგიყვან.

წამოდი, რად გვინდა იაბო,
მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ,
სანამ დაგვამუნჯებს არდოტი...
რა მოგდის?!

წავიდეთ, ოცნების ბილიკი
მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია.
პირიქით წავიდეთ! პირიქით...
ღრუბლებიც სულ იქით მიდიან.
წამოდი!

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი