ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 4770

ეს დღეც დამთავრდა ..


ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის...
და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი,
(შენი ხელივით თბილი და მშვიდი),
ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი.
და ჩემი სული (თბილი და მშვიდი)
ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ.
დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის...
ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს.
კომენტარები (0)