ეს ის ჟამია როდესაც ხვდები ..


ს. ი

ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი,
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს!
ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი