მიყვარხარ მაგრამ ამ სიტყვას დღემდე ..


მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას დღემდე,
როგორც სისხლიან დანას ვმალავდი,
დანას, რომელიც მკვლელობის შემდეგ,
შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.
ახლა კი მინდა აღმომხდეს იგი.
ვით ბოლო ოხვრა მომაკვდავისა.
აღარაფერი არ დარჩა ირგვლივ,
თვალმა და სულმა იცნოს თავისად.
მოხდა, აღსულდა, ბოლოს და ბოლოს!
დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება.
ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი