ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

მოვედი, მენახა ..

მოვედი _ მენახა _ ბედმა მარგუნა _
ეს მთები, უშენოდ გულანთებული,
სოფელი ჩარგალი, მდინარე ჩარგულა
და შენი სახლი _ ხეებში ჩარგული.

მოვედი, რომ ბარში პეშვებით წამეღო
ჩანჩქერი _ შენს კლდეზე ცრემლად რომ იღვრება _
და ერთხელ კიდეც მეგრძნო და გამეგო
ფშაველი ღმერთკაცის მოთქმა და სიმღერა.