ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

სიკვდილი მოვა ადრე თუ გვიან ..

სიკვდილი მოვა ადრე თ გვიან,
ის რახანია მოდის და მოდის...
არ უშნდება ჩვენს თვალთა ბრიალს,
არ ესმის ჩვენი ღელვა და შფოთი.
ჩვენ კი ჩვენივე ქვეყნის და ერის
სიპარატივით ვართ აღზნებულნი,
კბილით გვიჭირავს ფუძე და ჭერი
და დაფეთებულ ვარსკვლავთ კრებული.
ჩვენც გვჭამს წარსულის ნესტი და ობი,
ჩვენც დაგვტრიალებს წარსულის ნისლი,
ჩვენც გაჟღენთილნი ვართ მწარე გრძნობით,
როგორც დაჭრილის პერანგი  - სისხლით.
ერთი ღვთაება გვღუპავს და გვშველის,
ერთი ოცნება გვთუთქავს მზესავით...
და იქნებ მივცეთ ერთმანეთს ხელი -
ერთმანეთისთვის დანის მლესავი!

წყარო: litklubi.ge