იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი ..


იღვიძებს ხნულში გამთბარი თესლი
და ვხედავ, როგორ იზრდება ყანა,
არათუ ვხედავ, არამედ მესმის, --
თითქოს მთებიდან ბრუნდება ფარა.

მისჩერებია ცას სველი ღალღა,
ჰაერში თრთიან ლანდები ხეთა,
ვიღაცა მღერის მდინარის გაღმა,
რა კარგად მღერის... ვინ მღერის ნეტავ?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი