ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 1360

მატარებლებით სავსეა ღამე ..


მატარებლებით სავსეა ღამე
და დაგლეჯილი სხეული ღამის,
ბრჭყვიალებს,როგორც მდინარის შლამი,
მატარებლების,ცახცახა  შუქზე.

წელიწადივით გრძელდება წუთი
და სიკვდილივით ფეხს ითრევს ძილი,
და ფიქრებს,როგორც ცარიელ ყუთებს
აქანებს ღამის ვეება ჩრდილი.

ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები,
ჩვენს ერთად ყოფნას- ძალით თუ ნებით,
ჩვენს განშორებებს-ხანგრძლივს თუ მოკლეს,
ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.

და კვლავ მისდევენ ჩრდილებს ჩრდილები
და ცხელ რკინაზე იმსხვრევა სხივი
და გზები გზებით გადაჭრილები
ვერ იკავებენ ხარხარს და კივილს.
კომენტარები (0)