ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 1285

მთებზე ეფინა წითელი ფერი ..


მთებზე ეფინა წითელი ფერი
და ღამდებოდა საოცრად ჩქარა.
ძლივს ჩანდა ფარა, ძლივს ჩანდა მტვერი,
რომელიც ზანტან მისდევდა ფარას.

ძაღლები ყეფდნენ და მწყემსის სახეს
ირიბად ჭრიდა ცახცახა სხივი.
მე ახლაც მახსოვს იმ მწყემსის სახე,
გადაკვეთილი ცახცახა სხივით.

ის იდგა გზაზე, დიდი და მშვიდი,
და მის გარშემო დიოდა ფარა.
ქარში მღეროდა დაწნული ხიდი
და ღამდებოდა საოცრად ჩქარა

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)