ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

0 1570

მინდორში ვდგავარ ..


მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,
მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.
მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,
რომ მოგაწონო თავი ბებერო.
და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,
როგორ შეგხედო და მოგეფერო.
მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,
რაც დღეს მეკუთვნის იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე
ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.
კომენტარები (0)