ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

სარკმლის მინაზე შუბლმიბჯენილი ..

სარკმლის მინაზე შუბლმიბჯენილი უცქერდი ქუჩას,
უცქერდი, როგორ მოწყდა ფოთოლი ხეს, როგორ დაეცა..
უცებ შეგცივდა - დარაბები დახურე ჩუმად,
დახურე წიგნიც, გაშლილი რომ ეგდო საწოლზე...
ისეთი სევდა დაგეუფლა,
ისეთი გრძნობა-
ფოთლის მაგივრად,
თითქოს წეღან შენ მოწყდი ხიდან.