ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე ..


ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე –
გამომიწოდა ხემ, როგორც პეშვი.
ცისარტყელები გადმოდგნენ მთაზე,
ისევ აყეფდა მდინარე ხევში
და ტყეშიც ისევ გახშირდა სოკო,
მაღლა წავიდა რძისფერი ნისლი,
ხბოს მოდენიდა პატარა გოგო,
მე ახლაც მახსოვს სიმღერა მისი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი