შამილ ..


შამილ, შენი მოკლე ხმალი
ამოეგდოთ ქარქაშიდან
და რიყეზე ბრჭყვიალებდა,
თავგაჩეჩქვილ გველივითა.
შამილ, შენი ოთხი ცოლი
ოთხ პატარა ბოხჩას კრავდა
და ოთხ მხარეს მიდიოდა,
უპატრონო ცხვარივითა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი