შატილს მოფრინდა ხოხობი ..


შატილს მოფრინდა ხოხობი
ჩამოგოგომანდა გულდიდი.
მკერდით შევუკარ ორღობე
დავიჭირე და ვუვლიდი.
პეშვით ვუზიდე არღუნი,
პური მოვართვი კალოდან_
ღიმილიც კი არ მარგუნა,
თურმე სხვა ხოხობს ყვარობდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი