ოთარ ჭილაძე - ფოტო

ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

მე ვკითხულობდი ..

მე ვკითხულობდი. მომწყინდა ფიქრი
და ვკითხულობდი. ხმამაღლა წვიმდა.
სარკმელში ქარი არხევდა ხეებს
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.

სარკმელში ქარი არხევდა სახლებს
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.
სადღაც კიოდნენ მატარებლები,
გახვეულები ორთქლში და ბოლში.

და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე,
ვიღაც ძალიან ძვირფასი ჩემთვის
და არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვა
ან დამეყვირა მისი სახელი.

მე არ ვიცოდი მისი სახელი,
მისი თვალების და თმების ფერი
და მხოლოდ ვგრძნობდი, რომ წვეთებივით
ჰგავდნენ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები.

ის იდგა სადღაც, სველი და მძიმე,
გაბეზრებული წვიმით და ქარით,
და გუბეებში ირეკლებოდნენ
უზარმაზარი მატარებლები.

სარკმელში ქარი არხევდა ხიდებს,
დამძიმებულებს ხანძლივი წვიმით.
მე ვკითხულობდი. აღარ შემეძლო
მეფიქრა რამე და ვკითხულობდი.

წყარო: litklubi.ge