რთველი


გამხმარ ატამზე რქით გამოაბეს
თეთრი თიკანი.
ცხენი ლოკავდა კვიცის თეძოებს.
ვენახის გასწვრივ იდგნენ კაკლები.

ხოლო ყველაფრის ბატონ–პატრონი,
ეკალბარდივით ჯიუტი გლეხი,
თან ვენახისკენ იყურებოდა,
თან ღიღინებდა...

მასინ კი მართლა დაფრთხა ვენახი,
თუმცა მტანჯველი ვნებით შეძრული,
მხად იყო კაცის ყველა სურვილის
შესასრულებლად...
და აი, უკვე
მარტოა იგი და ჭრიჭინებიც
ადასტურებენ მის სიმარტოვეს:
თავბრუდახვეულს და გასიებულს
სიამოვნების და სიმწრის ცრემლით.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი