წინაპარი


მე აქ დავეცი და აქვე დავრჩი,
აქ ვიქეც მიწად და დღემდე გიცდი,
მზეში, წვიმაში, თოვლში და ქარში
ვიწვი, ვსველდები, ვთეთრდები... გიცდი.
სხვა რა ვქნა, როცა ხმალს ვეღარ ვიქნევ
მე – იმ საზარელ ქარიშხლის მსხვერპლი –
მაგრამ შენ მაინც შემინდო იქნებ,
რაკი მიწა ვარ და არა ფერფლი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი