ბუზი


ხარები მორჩნენ ალოსა,
ბლომად გაჭიმეს ხნულები,
ახლა შინათკენ მიდიან
ჯაფისგან მოქანცულები…
გუთანი მიაქვთ ღრიჭინით.
ბუზი შამოხვდათ გზაზედა,
შესძახა მეორე ბუზსა,
შავ ხარს რომ აჯდა რქაზედა:
_ „სადა ყოფილხარ, დობილო?
რად დაგვივიწყე ჩვენაო?“
მან უპასუხა: „ვმუშაობთ,
ვერ მოვიცალე მენაო,
გუთანი გვება მინდორში,
გამოვიყვანეთ ალოო,
ახლა პური გვაქვს სალეწი,
უნდა გავმართოდ კალოო!..“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი