ჩანჩქარი


სპეტაკი, მთაში ნაშობი,
კლდიდან გადმოჰქუხს ჩანჩქარი,
ცვივა და ცვივა სპეკალი,
ზვირთი ზვირთს მოსდევს ჩქარ-ჩქარი.
ზღვა წვიმად გამალებულა,
ქუხს და ბუქი დგას თქორისა,
შიგა ჰბუქნავენ, ცელქობენ
სხივები მზისა შორისა.
დაბლა ქაფი დუღს, შრიალებს,
ჰბანს და ჰრეცხს სალსა კლდოვანსა,
აქ ცისარტყელაც ამშვენებს
ტყეს და ველს ყვავილოვანსა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი